10:47 - 29 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-29 10:34:05, 294 ნახვა

მსოფლიო
WP: ირანმა Starlink-ი აშშ-ს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენა

ილონ მასკი განრისხდა მას შემდეგ, რაც შეიტყო Starlink-ის თანამგზავრული კომუნიკაციების სისტემის ორი არაავტორიზებული გამოყენების შესახებ: ირანმა სისტემა გამოიყენა ამერიკული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად, ხოლო აშშ-ის არმიამ Starshield სერვისის სამხედრო ვერსია გამოიყენა დრონების საკონტროლოდ გამოწერის გარეშე, იტყობინება The Washington Post.

ოპერაციებთან დაკავშირებულმა ოთხმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ ირანის სამხედროები Starlink-ს იყენებდნენ ძალების კოორდინაციისა და თავდასხმის დრონების კონტროლისთვის. ეს ინფორმაცია აქამდე საჯაროდ არ იყო გამჟღავნებული.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია შეიცავდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთისთვის წარდგენილ კლასიფიცირებულ ანგარიშს. თუმცა, პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დეპარტამენტს არ იცოდა ასეთი ანგარიშის არსებობის შესახებ.

მასკი ასევე უკმაყოფილო იყო აშშ-ის სამხედროების მიერ Starshield-ის თანამგზავრული კომუნიკაციების გამოყენებით LUCAS-ის დრონებისთვის, რომლებიც განკუთვნილია ერთჯერადი დარტყმის მისიებისთვის. წყაროების თანახმად, პენტაგონი იხდიდა სახმელეთო გამოყენების საფასურს, ხოლო საჰაერო გამოყენებისთვის საჭირო იყო ხუთჯერ მეტი ღირებულების გამოწერა.

1 მარტს მასკმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე განაცხადა, რომ Starlink-ის კომერციული ვერსიის გამოყენება იარაღის სისტემებისთვის არღვევდა მომსახურების პირობებს და აღმოჩენის შემთხვევაში შეწყდებოდა. მაისში Starshield-ის ღირებულებასთან დაკავშირებული დავა საჯარო გახდა, მასკმა პენტაგონი სამოქალაქო სისტემის სამხედრო მიზნებისთვის არასწორად გამოყენებაში დაადანაშაულა.

მეწარმის რისხვა კიდევ უფრო გაამწვავა რუსულ დრონებთან დაკავშირებულმა ინციდენტმა. იანვარში, უკრაინის სამხედრო ძალებმა დაუკავშირდნენ SpaceX-ს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს რუსული Italmas-ის თავდასხმის დრონი, რომელიც აღჭურვილი იყო Starlink ტერმინალით.

კომპანიამ შეზღუდვები დააწესა უკრაინის ტერიტორიაზე 70 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრავი ტერმინალების ფუნქციონირებაზე და უკრაინის მთავრობასთან ერთად შეიმუშავა დამტკიცებული მოწყობილობების სია.

1 მარტს, ქუვეითის შუაიბას პორტში აშშ-ის სამხედრო ობიექტზე ირანის დრონით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომლის შედეგადაც ექვსი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, SpaceX-მა ასევე გაამკაცრა გარკვეული სერვისების მომხმარებლების შემოწმების პროცედურები. მომდევნო კვირებში კომპანიამ გაამკაცრა მოთხოვნები ტერმინალების გამყიდველი შუამავლებისთვის და შეაჩერა ქვედილერების მეშვეობით გადაყიდვის პროგრამა.

როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ აღნიშნავს, ეს შემთხვევები აჩვენებს გლობალური თანამგზავრული ქსელის გამოყენების კონტროლის სირთულეს, რომელიც თანამედროვე ომის აუცილებელ ინსტრუმენტად იქცა. SpaceX-ის შეზღუდვების მიუხედავად, აშშ-ის მოწინააღმდეგეები ასევე პოულობენ გზებს Starlink-ის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებისთვის.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ მელონის ბოდიში მოუხადა ხმელთაშუა ზღვაში რუსულ გემზე თავდასხმასთან დაკავშირებით
WP: ირანმა Starlink-ი აშშ-ს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენა
ტრამპმა მოითხოვა, რომ „ხელოვნური ინტელექტი“ „სუპერინტელექტით“ ჩანაცვლებულიყო და გააკრიტიკა Fox News-ის წამყვანი
თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics