|
2019-04-22 12:35:32, 1329 ნახვა
საზოგადოება
ელექტრომობილების მძღოლები ბათუმის ბულვარში გადაადგილების უფლებას ითხოვენ
ბათუმიდან ჩამოსული ელექტრომობილების მძღოლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. მძღოლები ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით გადაადგილების აკრძალვის რეგულაციებით ჩანაცვლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის ბულვარში ტურისტების ელექტრომობილებით მომსახურება მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. „აჭარის მთავრობას არ შეუძლია ჩვენი პრობლემა გადაწყვიტოს. ერთპიროვნულად გადაწყვიტეს, აგვიკრძალეს, არ გაითვალისწინეს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი ოჯახურ, სამსახურეობრივი მდგომარეობა. სხვა სამსახური, სხვა შემოსავალი თითქმის არცერთს არ აქვს, ამათზე ვართ დამოკიდებული“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ჩხაიძე. აქციის მონაწილე მძღოლები შეზღუდვის 1 წლით გადადებას ითხოვენ. ისინი მზად არიან სხვადასხვა რეგულაციები დაიცვან: შეამცირონ სიჩქარე, არ გააქირავონ ტრანსპორტი არასრულწოვნებზე, ელექტრომობილების რაოდენობა შეამცირონ და სხვა. ბულვარში ელექტრომობილებით გადაადგილება ბათუმის საკრებულოს 5 მარტის გადაწყვეტილებით აიკრძალა, რომელიც ძალაში 1-ელ მაისს შევა. შეზღუდვა ბულვარის ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე, უბედური შემთხვევების სიმრავლის გამო მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)