|
2019-04-22 10:42:08, 1149 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდული ორკესტრის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის „თეატრალურ დარბაზში“ თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა. ახლადშექმნილმა ორკესტრმა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილია, ხოლო დირექტორი - კომპოზიტორი და პროდიუსერი მიხეილ მდინარაძე, საზოგადოებას საკმაოდ რთული პროგრამა წარუდგინა. კონცერტზე ბეთჰოვენის, მოცარტის, შუბერტის მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდა. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ. თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც 15-დან 28-წლამდე ასაკის მუსიკოსებს აერთიანებს, მუნიციპალური დაფინანსებით შეიქმნა. ორკესტრი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში კონცერტებს პერმანენტულად გამართავს, რა დროსაც კლასიკურ მუსიკასთან ერთად, არაერთ საინტერესო და ექსპერიმენტულ პროექტს წარადგენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)