|
2019-04-19 17:23:20, 1544 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ციფრული არქივის სისტემას აზერბაიჯანის დელეგაცია გაეცნო
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია. სააგენტოს ცნობით, ვიზიტის მიზანი უძრავი ქონების არქივის სისტემისა და არქივირების პროცესის გაცნობა იყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის ბაქოს ოფისის არქივის დეპარტამენტის წარმომადგენლებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ივანე ცარციძე შეხვდა. მან სტუმრებს უძრავი ქონების რეგისტრაციის სისტემა, ელექტრონული სერვისები და სააგენტოს მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. დელეგაციის წევრებისთვის საჯარო რეესტრის რეგისტრაციის დეპარტამენტსა და არქივის სამსახურში საინფორმაციო ტურიც მოეწყო და სტუმრები მონაცემების დიგიტალიზაციის, დოკუმენტების დასკანერების, არქივირებისა და ინფორმაციის შენახვა/გაცემის პროცესებს სამუშაო ადგილზე გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯაინის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა საჯარო რეესტრის არქივის შენობაც დაათვალიერეს, სადაც ქაღალდის დოკუმენტები ცენტრალიზებულად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, უსაფრთხოდ ინახება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)