|
2019-04-18 15:10:12, 1941 ნახვა
საზოგადოება
„არა ბიძინას სასამართლოს, კლანი უნდა წავიდეს“ - საპროტესტო აქცია პარლამენტთან
"კლანი უნდა წავიდეს" - "ევროპული საქართველო" და თავისუფალი დემოკრატები" უზენაესი სასამართლოს შენობიდან საქართველოს პარლამენტამდე საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების დანიშვნას გულისხმობს. ამასთან, დემონსტრანტები სკანდრებენ: "არა ბიძინას სასამართლოს", "სასამართლო კლანის გარეშე". "ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროტესტი აუცილებლად ინტენსიურ სახეს მიიღებს. "არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ფუფუნება და უფლება, რომ მიიტაცოს ჩვენი ქვეყანა და სასამართლო ხელისუფლება, წინა ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებმა საკმარისად ბევრი შეცდომა დავუშვით და დანაშაულიც ჩავიდინეთ, რომ აქამდე ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს ღირსეული სასამართლო და ამ შეცდომების დაშვების უფლებას ჩვენ არავის აღარ მივცემთ და ეს პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება ყველა ხერხით", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)