01:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 13:36:17, 1604 ნახვა

საზოგადოება
19 აპრილს შშმ პირთა დასაქმების თბილისის ფორუმი გაიმართება

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 19 აპრილს,  სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება. 

სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე - worknet.gov.ge.  ფორუმის მიმდინარეობისას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები  არსებულ ვაკანსიებს გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ.

დასაქმების ფორუმზე,  სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს აქტიურ ვაკანსიებს 20-ზე მეტი  საშუალო და მსხვილი კომპანია შესთავაზებს. მათ შორის არიან: „დიო“, „ნიკორა“, „კარფური“, „კომფორტი“, „ჯეოჰეარი“, „პალიტრა ჰოლდინგი“, „გეფა“, ილიას უნივერსიტეტი, სასტუმრო „შერატონი“, „აჭარა ჯგუფი“, „ემ გრუპი“ და სხვა. 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი „თბილისი მოლის“ მხარდაჭერით იმართება. ფორუმი 13:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათამდე გაგრძელდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics