|
2019-04-16 17:21:52, 1542 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ნახევარფინალური თამაში 18 აპრილს გაიმართება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" - ნახევარფინალური თამაში 2019 წლის 18 აპრილს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდროულად გაიმართება. ნახევარფინალში მონაწილეობას მიიღებს პროექტში დარეგისტრირებული საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების 280-მდე სკოლის გუნდი, თითოეული 5 მოსწავლის შემადგენლობით. სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა. პროექტში მონაწილე სკოლის გუნდებს გადაეცათ 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი პუბლიკაციების ელექტრონული ვერსიები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშის კითხვები. ნახევარფინალურ და ფინალურ თამაშებს წარუძღვება საქართველოს კლუბი "რა? სად? როდის?". ნახევარფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 50 სკოლის გუნდი ფინალში გადავა. ფინალური თამაში კი 22 მაისს თბილისში გაიმართება. პროექტის გამარჯვებულები პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. დეტალური ინფომაცია იხილეთ ბმულზე: http://archives.gov.ge/ge/saqartvelos-pirveli-demokratiuli-respublika
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)