|
2019-04-16 14:44:07, 3392 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის მთავარი პროკურორი: არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ნოტერ-დამში ხანძარი განზრახ გააჩინეს
საფრანგეთის მთავარი პროკურორის რემი ეიტსის განცხადებით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი განზრახ გააჩინეს, - ამის შესახებ bfmtv იუწყება. მისივე განმარტებით, გამოძიება გაუფრთხილებლობით ზიანის მიყენების მუხლით მიმდინარეობს. პროკურატუაში ამბობებ, რომ ხანძარი შემთხვევით გაჩნდა და ის სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებოდა. შეგახსენებთ, რომ ხანძარი ნოტრ-დამში 15 აპრილს გაჩნდა. მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას. ხანძრის შედეგად ტაძარი ნაწილობრივ განადგურდა და როგორც მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, მის აღდგეს წლები დასჭირდება. ცნობისთვის, ფრანგი მილიარდერი და კომპანია Kering-ის ხელმძღვანელი ფრანსუა-ანრი პინო ხანძრისგან დაზიანებული ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს. პინოს გარდა ნოტერ-დამის აღდგაში თავის წვლილს კომპანიათა ჯგუფის Louis Vuitton Moet Hennessy-ის მფლობელი ბერნარ არნოც შეიტანს. არნო ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს.
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)