|
2019-04-16 15:14:48, 1661 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში ახალი ტიპის ტრენაჟორების მონტაჟი მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას განაგრძობს. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში რამდენიმე მისამართზე სრულიად ახალი ტიპის - Street Workout-ის ტრენაჟორების მონტაჟი მიმდინარეობს. სპორტული მოედნების - ე.წ. ფიტნეს ზონების მოწყობა ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, N15 კორპუსის მიმდებარედ და ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N34 კორპუსთან სრულდება. რბილ საფარზე სპორტული კონსტრუქციების დამონტაჟების პროექტი მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა. კომპლექსი ე.წ. შვედურ კედელს, ღერძებს (ტურნიკებს) და სავარჯიშო რგოლებს მოიცავს. მსგავსი მოედანი ასევე, წყნეთში ეწყობა, ახლო მომავალში კი კუს ტბის ტერიტორიაზე დამონტაჟდება. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, შპს „ემ ემ“-ი აწარმოებს. აღნიშნული ტრენაჟორების გარდა, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში ხუთი ფიტნეს ზონა მოეწყო, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 90 000 ლარი დაიხარჯა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)