|
2019-04-16 12:37:19, 1688 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა დევნილთა კიდევ ერთ დასახლებაში მოწესრიგდა
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში, დევნილთა დასახლების მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია დასრულდა. N20 ბ და გ კორპუსებთან მოეწყო გრუნტის დამჭერი კედლები, ბორდიური, ტროტუარი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 2400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ თამარ ტალიაშვილთან ერთად გაეცნო. „საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კიდევ ერთ დასახლებაში დავასრულეთ, სადაც გზის რეაბილიტაციამდე სანიაღვრე ქსელიც მოვაწყეთ. ამ მისამართზე, ძირითადად, დევნილი ოჯახები ცხოვრობენ. ვცდილობთ, ყველა ასეთ დასახლებაში ინფრასტრუქტურული პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული პროექტის ღირებულება 193 226 ლარია. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)