|
2019-04-16 11:35:27, 1299 ნახვა
საზოგადოება
ისნის გამგეობა ოთხი საცხოვრებელი სახლის გამაგრების პროექტს ახორციელებს
ისნის რაიონში, საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები ოთხ მისამართზე მიმდინარეობს. პროექტები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. ამ დროისთვის, აბრამიშვილის ქუჩის N37-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაზიანებული ფასადის აღდგენა ხდება, ხოლო დოდაშვილის ქუჩის N23-სა და არმაზის ქუჩის N17-ში მდებარე თბილისურ ეზოში, ავარიული სახლების გამაგრება მიმდინარეობს. დასასრულს უახლოვდება ქეთევან წამებულის გამზირის N63ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული გამაგრებისა და აღდგენის სამუშაოები. პროექტის მიხედვით, ბეტონის ფილებით თითოეული შენობის საძირკვლის გამაგრება ხდება, ეწყობა რკინა-ბეტონის სარტყელები და ზღუდეები, ხდება კედლების ჩასმა არმატურის დამცავ ბადეებში, ტარდება სახურავების რეაბილიტაცია, რომელიც ხის მასალით კონსტრუქციის სრულად აღდგენას, ახალი სახურავის მოწყობასა და ფასადის განახლებას მოიცავს. ოთხივე შენობის გამაგრებისა და ფასადის აღდგენის სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 326 388 ლარით დაფინანსდა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ისნის გამგეობამ ავარიული სახლები ორ მისამართზე - არარატის ქუჩის N23-სა და კასპის ქუჩა N2-ში გაამაგრა. აღნიშნული მიმართულებით, პროექტების განხორციელებას გამგეობა მომავალშიც გეგმავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)