|
2015-06-24 19:00:13, 2120 ნახვა
სხვადასხვა
თეა წულუკიანი სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ერევანში 25 ივნისს გაიხსნება. სამინისტროს ინფორმაციით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები სამველ პეტროსიანი და რუსლან პოღოსიანი, აგრეთვე, გაზეთ „ვრასტანის“ მთავარი რედაქტორი ვან ბაიბურთი. ფორუმზე სიტყვით გამოვლენ სომხეთის იუსტიციის მინისტრი ჰოვანეს მანუკიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელიც ასევე, ესწრება აღნიშნულ ფორუმს. გახსნითი სიტყვის შემდეგ მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ. ფორუმის ფარგლებში რამდენიმე სესია იმუშავებს. პირველ თემატურ სესიაზე სერვისების ხელმისაწვდომობას, ინფორმაციის თავისუფლებას, ელექტრონულ მმართველობასა და კორუფციის წინააღმდეგ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ მექანიზმებს განიხილავენ. მეორე სესიის თემა საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა იქნება. საუბარი შეეხება პენიტენციარულ სფეროს, დანაშაულის პრევენციას და პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას. კიდევ ერთი სფერო, რომელსაც სესია მიეძღვნება, „ღია მმართველობის პარტნიორობასთან“ დაკავშირებული საკითხებია. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრები ფორუმის მონაწილეებს იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციასაც გააცნობენ. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს სომხეთის პრეზიდენტი მიიღებს. შეხვედრა 26 ივნისსაა დაგეგმილი. იუსტიციის ქართულ-სომხური ფორუმის ჩატარების თაობაზე საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრები 2015 წლის მარტში საქართველოში სომხეთის იუსტიციის მინისტრის ვიზიტისას შეთანხმდნენ. იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი თეა წულუკიანმა და ჰოვანეს მანუკიანმა მოაწერეს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ლოგიკური გაგრძელებაა იმ საქმიანობისა, რასაც იუსტიციის მინისტრი საქართველოს ეთნიკურ სომხებთან, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობასთან, მიმართებაში ახორციელებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდებისათვის ქართული ენის შესწავლის დისტანციური კურსები მოქმედებს, ივნისიდან კი სპეციალურად ფოკას საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის კომპიუტერული უნარების ტრენინგი მიმდინარეობს. 50-მდე ახალგაზრდა სწავლებას ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში ეტაპობრივად გაივლის. იუსტიციის მინისტრი პირადადაა ჩართული სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო დოკუმენტების მიღების პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის საქმეშიც.
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)