|
2019-04-12 13:58:08, 2141 ნახვა
სამართალი
ეკა გიგაური - ელიტური კორუფციის მთავარი მიზეზი ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში კონცენტრაციაა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ კორუფციის შესახებ კვლევის წარდგენისას, ორგანიზაციის დირექტორმა ეკა გიგაურმა ხაზი ელიტური კორუფციის არსებობას გაუსვა და მთავარ მიზეზად ერთპარტიული სისტემა დაასახელა. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემაა. ასევე, ვფიქრობთ, რომ ამის ერთერთი მიზეზი ძალაუფლების ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში კონცენტრაციაა. როდესაც ასეთი სისტემაა, ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა ძალიან რთულია. ჩვენ გვქონდა გახმაურებული საქმის რამდენიმე მაგალითი, როდესაც მაღალჩინოსნები ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები იყვნენ ჩართულები კორუფციაში, თუმცა, გამოძიება არ დაწყებულა, ან თუ დაიწყო, შედეგი ჩვენ არ ვიცით“, - განაცხადა ეკა გიგაურმა. მისივე თქმით, არსებული განწყობების შესამცირებლად და ელიტურ კორუფციასთან საბრძოლველად მთავარი პოლიტიკური ნება და სპეციალური ბერკეტების შექმნაა. „ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ოფიციალურ დოკუმენტებში იმაზე საუბრობენ, რომ საქართველომ სპეციალური მექანიზმები უნდა შექმნას, რომლებიც ელიტური კორუფციის ფაქტებზე რეაგირებას გააკეთებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეთი მექანიზმები შეიქმნება. ჩვენი მთავარი რეკომენდაცია საქართველოში დამოუკიდებელი, ანტიკორუფციული სამსახურის შექმნაა, რომელიც ელიტური კორუფციის ფაქტებს გამოიძიებს. ამაზე უკვე წლებია ვსაუბრობთ და ვფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკის და რეფორმის დონეზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა ეკა გიგაურმა. ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა „კორუფცია და ანტიკორუფციული პოლიტიკა“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი +- 2.3 პროცენტის ფარგლებშია.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)