21:22 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-11 11:55:26, 1770 ნახვა

საზოგადოება
ტაქსის მძღოლებს ავტომობილების თეთრად გადაღებვა აღარ მოუწევთ

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს ავტომობილების თეთრად გადაღებვა აღარ მოუწევთ.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ ვისაც ავტომობილის გადაღებვა არ სურს, შეეძლებათ მასზე თეთრი ფირი გადააკრან,

„ისინი აცხადებენ, რომ გადაღებვა იწვევს მანქანის ფასის დავარდნას, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ დათმობაზე წასვლა. თბილისი იმსახურებს, რომ ქალაქში დადიოდნენ მოწესრიგებული, თეთრი ფერის სუფთა ტაქსები. ამას იმსახურებს ჩვენი თითოეული მოქალაქე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ორმხრივი რეფორმა და 27 000 მძღოლს, ვინც ლიცენზირება გაიარა, მერიის მხრიდან გადაეცემა უფასო საპარკინგე ადგილები, მანათობელი ნიშნები, ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები რეკლამის სანაცვლოდ, შემოსავლის წყარო უფასო რეკლამის სახით, ასევე გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებისაგან. ყოველივე ეს ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics