|
2019-04-09 18:33:27, 2053 ნახვა
სამართალი
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ნაკრების მწრთვნელ თემურ ჯანჯღავას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს თემურ ჯანჯღავას სექსუალურ შევიწროებაში და ნაკრებიდან უსაფუძვლოდ გარიცხვაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს თათია ლორთქიფანიძემ, მისმა მამამ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და პირადმა მწვრთნელმა გელა მახარაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს. როგორც ძალოსანმა აღნიშნა, თემურ ჯანჯღავა მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელდება. „იყო შემთხვევა, რომ, თვითონ (თემურ ჯანჯღავა) ოთახში რომ შემოვიდა რუსთავში, თქვა კაცი ხომ არ გინდაო. ასევე, ორსულობის ფაქტი დამაბრალა, რაც ჩემთვის ძალიან მიუღებელი იყო“, - აცხადებს თათია ლორთქიფანიძე. მისივე თქმით, ამ თემაზე ფედერაციის პრეზიდენტს კახი კახიაშვილს თავად ესაუბრა, თუმცა კახიაშვილმა საპასუხოდ მხოლოდ გაიღიმა. სპორტსმენის ინფორმაციით, ის ჯანჯღავასთან შეკრებაზე არ გამოცხადდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. გარდა ამისა, ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მისგან ორსულობის ტესტის ჩატარებას მოითხოვდნენ და უდისციპლინობის ბრალდებით, ევროპის ჩემპიონატის წინ სანაკრებო განაცხადიდან ამოიღეს. უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე თავის ქალიშვილს (თათია ლორთქიფანიძეს) ნაკრებიდან გარიცხვისა და შევიწროვების მიზეზად საკუთარ პერსონას ასახელებს. „რამდენიმე ვერსიაა, თუ რატომ ხორციელდება ეს დევნა: ერთერთი პირველი ვერსია არის ჩემი ფაქტორი, რადგან თათიას შემოსვლით ამ ფედერაციაში შემოვიდა თვალი და ყური, რომელმაც ბევრი ნახა და ბევრი გაიგო ისეთი, რაც შეიძლება ვიღაცისთვის არასასურველია. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკოსი და უფლებადამცველი გახლავართ და არის საკითხები, რომელიც ამ ფედერაციაში სხვადასხვა დროს ამა თუ იმ პირის შევიწროვებასაც უკავშირდება“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. თათია ლორთქიფანიძის პირადი მწვრთვნელი გელა ლორთქიფანიძე ძალოსნის შევიწროვებას არჩევნებისას გაკეთებულ საკუთარ არჩევანს უკავშირებს. „როდესაც არჩევნები ჩატარდა, გია ასანიძის და მაჭავარიანს შორის, მე მაჭავარიანს მივეცი ხმა, ერთმა ხმამ გადაწყვიტა ეს და იმის მერე არის ეს დაძაბულობა. მე დოპინგი თათიასთვის არასდროს არ მიმიცია. მე მოვითხოვ, ხვალ გასინჯონ, ვითომ შეჯიბრზე გამოვიდა და დავამტკიცებ, რომ თათია სუფთაა“, - განაცხადა გელა მახარაშვილმა. დიმიტრი ლორთქიფანიძის, განცხადებით, მან უკვე მიმართა ქალური ღირსების შეურაცხყოფის ბრალდებით სახალხო დამცველის აპარატს, რომელმაც საქმის გამოძიება უკვე დაიწყო.
გურჯაანში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა
გახარია კობახიძის ევროპაში ვიზიტზე - სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა
მიჩიგანის შტატში სენატორის ადგილი მუსლიმმა დემოკრატმა აბდულ ელ-საიდმა მოიპოვა
გერმანიამ დემოკრატებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)