|
2019-04-09 10:35:27, 1975 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნატოში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა. დღეს, მეკავშირე ოფიცრის, ნიკოლოზ ქავთარაძის აკრედიტაციის შესაბამისი პროცედურა ნატომ ოფიციალურად დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი, ალიანსში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, უზრუნველყოფს მუდმივ კომუნიკაციასა და კოორდინაციას ნატოს საზღვაო ძალების სარდლობასთან, ნატოს გაერთიანებული ძალების უზენაეს სარდლობასთან და ნატოს შტაბ-ბინასთან. აღნიშნული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია და ხაზს უსვამს საქართველოს და ალიანსის შესაბამის ინსტიტუტებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ვარშავის სამიტის შემდეგ, საქართველო-ნატოს ურთიერთობებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელთა განხორციელებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის სფეროს წარმოადგენს. აღნიშნული მზაობა 2018 წელს ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციითაც დადასტურდა, სადაც საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინიციატივები განისაზღვრა.
(NS)
გურჯაანში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა
გახარია კობახიძის ევროპაში ვიზიტზე - სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა
მიჩიგანის შტატში სენატორის ადგილი მუსლიმმა დემოკრატმა აბდულ ელ-საიდმა მოიპოვა
გერმანიამ დემოკრატებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)