|
2015-06-24 10:36:08, 523 ნახვა
პოლიტიკა
არგენტინასა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა
არგენტინაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას "საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა და არგენტინის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტთა მინისტრმა, ექტორ ტიმერმანმა. დოკუმენტი ორივე მხარის მიერ შესაბამისი შიდასახელწიფოებრივი პროცედურების დასრულებიდან ერთ თვეში შევა ძალაში. არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ერთხმად აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ტურისტული, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გააქტიურებას და განაპირობებს ორივე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას შესაბამის რეგიონებში. ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა კულტურის სფეროში თანამშრომლობის, საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებებს; მემორანდუმს საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური დასავაჭრო თანამშრომლობის შესახებ და ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებს შორის საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებების იმპლემენტაცია განაპირობებს საქართველოსა და არგენტინას შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა არგენტინის ვიცე-პრეზიდენტსა და სენატის თავმჯდომარეს ამადო ბუდუს, ასევე საჯარო ლექცია წაიკითა არგენტინის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში. ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 24-26 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ურუგვაისა და ჩილეს ეწვევა, სადაც გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები. ორივე ქვეყანასთან ხელი მოეწერება ორდინალური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)