18:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 16:53:05, 1291 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში, სააკაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება

სამგორის რაიონის გამგეობა ორხევის დასახლებაში, სააკაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა.

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა - მოეწყო სანიაღვრე ქსელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლისა და წყალარინების სისტემებს.

სააკაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა დაათვალიერა.

„სამგორის რაიონის გამგეობა ორხევში საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებს სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს. სააკაძის ქუჩაზე წლების განმავლობაში, სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო, წვიმის წყალი საცხოვრებელ სახლებს აზიანებდა. მოსახლეობას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დავპირდით და დღეისთვის, ამ ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს და ასფალტის საფარი იგება“, - განაცხადა კახა გულედანმა.

პროექტი სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 285 000 ლარით დაფინანსდა.  საგზაო სამუშაოებს კომპანია „ენდი როუდი“ აწარმოებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics