|
2019-04-05 16:27:01, 1133 ნახვა
საზოგადოება
WHO: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მის უმთავრეს მიზანს წარმატებით ახორციელებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიღწევების და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. როგორც ჯანმოს საქართველოს ოფისის დირექტორმა მარიან ივანუშამ აღნიშნა, 2013 წელს საქართველოს ახლად არჩეულმა მთავრობამ აამოქმედა “საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა”, რომელმაც მოკლე ხანში უპრეცედენტოდ გაზარდა ქვეყნის მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სამედიცინო დახმარებაზე. ამ წლების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცალსახად აჩვენა პროგრამით მოსარგებლეების კმაყოფილება და “ჯიბიდან გადახდების” კლების ტენდენცია. სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში ამ მიზნების მისაღწევად შემუშავდა რეფორმების ახალი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ჯანდაცვის სერვისების დაფინანსების ახალ სისტემაზე-DRG (“დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების”) გადასვლას. ამ სისტემის შემოღება ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების კიდევ უფრო მეტად მიმართვას პაციენტის ინტერესებზე, ბევრად გამჭვირვალეს გახდის სამედიცინო მომსახურებას კლინიკებში, რაც საბოლოო შედეგის სახით მოგვცემს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ სამედიცინო მოვლის ხარისხს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)