|
2019-04-05 12:06:31, 1216 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ლატვიის ელჩს ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების არსებობა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ელჩმა აღნიშნა, რომ ქართული რძის პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მასზე მოთხოვნა დიდია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, მხარეებმა განიხილეს ის სფეროები, სადაც თანამშრომლობის პერსპექტივები არსებობს. განსაკუთრებით აღინიშნა რძის ნაწარმის, ღვინის, ბოსტნეულისა და მინერალური წყლების ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობა ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გარემოსდაცვითი კუთხით კანონმდებლობის შემუშავების მიმდინარეობის საკითხზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ლატვიის გამოცდილებისა გაზიარება მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე აღინიშნა, იმ პროექტების მნიშვნელობის შესახებაც, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერისთვის ახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)