|
2019-04-04 19:16:05, 1223 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის დაფინანსებით შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი აღჭურვილობა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და უკრაინისა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საექსპეტო-კრიმინალისტიკური ახალი აღჭურვილობა მიიღო. პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს სპეციალური აღჭურვილობისა და კომპლექტაციის ორი მიკროავტობუსი გადმოეცა, რომელიც ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვულ-რადიაციული საფრთხეების აღმოჩენის, იდენტიფიცირებისა და გაზომვების სპეციალური ლაბორატორიულ სისტემებს მოიცავს. აღჭურვილობა საშუალებას იძლევა, მოხდეს ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვულ-რადიაციული საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შემცველი შემთხვევის ადგილის დათვალიერება და მტკიცებულებების ამოღება-დამუშავება. ასევე, აღჭურვილობა მოიცავს სპეციალურ ლაბორატორიულ სისტემებს, სწრაფი იდენტიფიცირების ტესტებს, რადიაციის ფონის განმსაზღვრელ დოზიმეტრებს და სხვა სპეციალურ საშუალებებს, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია აღნიშნული საფრთხეების აღმოჩენა და იდენტიფიცირება. აღსანიშნავია, რომ სპეციალურ მიკროავტობუსებში დამონტაჟებული ქიმიური და რადიაქტიული ნივთიერებების მაიდენტიფიცირებელი ხელსაწყოები, საშუალებას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ შემთხვევის ადგილზევე ჩატარდეს პირველადი კვლევა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)