|
2019-04-04 18:06:45, 1250 ნახვა
საზოგადოება
რთული რელიეფის მქონე სოფლების გაზმომარაგება მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება
„ისეთი მაღალმთიანი დასახლებებისთვის, სადაც რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება ბუნებრივი აირის მილებით მიყვანა, მომზადდება და განხორციელდება ალტერნატიული სამოქმედო სტრატეგია" - ამის შესახებ დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებს ქვეყნის კიდევ 217 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების 2019 – 2021 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო. თურნავას თქმით, ალტერნატიული სამოქმედო სტრატეგია, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ალტერნატიული გათბობის საშუალებებით ადგილობრივ მოსახლეობას, მეორე მხრივ კი, ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ასეთ დასახლებებში, რათა გაზიფიცირებას სოციალურთან ერთად, მინიმალური ეკონომიკური მახასიათებელიც გააჩნდეს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მოსაზრებებს ახალი გეგმის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს მთავრობას რამდენიმე თვეში წარუდგენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)