|
2019-04-04 17:47:04, 1290 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე წელს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება
მიმდინარე წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება, სამუშაოები 2021 წელს დასრულდება - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ კულტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, გასულ წელს დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების და ელექტროობის ახალი სისტემები, შეიცვალა განათების ქსელი. 2019 წელს გამოცხადდა კონკურსი სასახლის არქიტექტურული კომპლექსის კვლევა-პროექტირებაზე და მალე დაიწყება სასახლის სრული რეაბილიტაცია. „სასახლე, რომელიც 4000 ბავშვს ემსახურება, წლების განმავლობაში საჭიროებდა რეაბილიტაციას. აქ უმძიმესი მდგომარეობაა. ვიწყებთ ამ სასახლის რეაბილიტაციას. წელს 8 მილიონი ლარია გამოყოფილი იმისთვის, რომ სამუშაოები ჩატარდეს. ორი წლის თავზე ჩვენ ვიხილავთ ამ შენობის სრულად რესტავრირებულ ისტორიულ ნაწილს. შვიდკაცას გუნდი შევიდა სასახლეში და მადლობა მათ ამისთვის, გარდა ამისა, შეიქმნა თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი. ეს სასწავლო პროცესში, შეიძლება ითქვას, რევოლუციური ნაბიჯია“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)