|
2019-04-04 13:49:02, 1185 ნახვა
საზოგადოება
ლევან იზორია თავდაცვის სამინიტროში კორუფციის არსებობას გამორიცხავს
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას მტკიცებით, უწყებაში კორუფციას არსებობა გამორიცხულია. როგორც იზორიამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, იმ დეპუტატებს, რომლებიც მას და მის უწყებას კორუფციაში ადანაშაულებენ, მოუწევთ ამ ბრალდებების ფაქტებით გამყარება. „ეს არის აბსურდი და ტყუილი. ეს არის არარსებულ ფაქტებზე დაფუძნებული განცხადებები, რომელიც უნდა ვამხილო დღეს და ძალიან მაინტერესებს ფართო საზოგადოებამაც გაიგოს რა კონკრეტულ ინფორმაციას, ფაქტს ეფუძნება ვფიქრობ სერიოზული ადამიანების განცხადებები, რომლებსაც ამბიცია აქვს ხალხს მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია და ზოგს ამბიცია აქვს, რომ აქ იყოს ხალხის სახელით წარმოდგენილი. ძალიან მაინტერესებს და სიამოვნებით მოვუსმენ ამ ე.წ. კორუფციის ფაქტებს. თქვენ საუბრობთ სახელფასო ბარათების გამოყენებაზე, რომელიც დაიწყო ჩემს მინისტრობამდე და რომელიც გამოვავლინეთ. ეს ფაქტები არის კორუფციის გამოვლენის ფაქტები, კორუფციასთან ბრძოლის ფაქტები რომლესაც ყველამ ხელი უნდა შეუწყოს", - განაცხადა ლევან იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)