|
2019-04-04 12:14:13, 2082 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის გადაწყვეტილების მოლოდინში - აფგან მუხთარლი საქართველოსა და აზერბაიჯანისგან ფინანსურ კომპენსაციას ითხოვს
თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, დაცვის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან გადაწყვეტილებას ელოდება. როგორც ჩოფიკაშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ ორივე ქვეყანასთან [საქართველოსთან და აზერბაიჯანთან] მუხთარლის საქმეზე კომუნიკაც უკვე დაასრულა. "კომუნიკაცია ქვეყნებთან დასრულდა. ახლა ველოდებით ევროპული სასამართლოდან, რომ დაადგინონ რა მუხლები დაირღვა აფგან მუხთარლის წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნაა, სტრასბურგმა დაადგინოს, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა დაარღვიეს აფგან მუხთარლის ევროკონვენციით გარანტირებული უფლებები სამართლიან სასამართლოზე, უფლება წამების აკრძალვაზე, ასევე მისი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ჰქონდა ადგილი, ესეც უნდა დაადგინოს სასამართლომ. ასევე ჟურნნალისტურ საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში ჩარევას ჰქონდა ადგილი არამართლზომიერად სახელმწიფოს მხრიდან. სასამართლომ უნდა დააგინოს ასეთი უფლებების დარღვევის ფაქტი. გარდა ამისა, ჩვენ შესაბამის ფინანსური კომპენსაციასაც ვითხოვთ. დაველოდოთ შედეგებს", - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. ამასთან, გამოძიების ცნობით, მას ჯიბეში არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს. აფგან მუხთარლის 12 იანვარს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლის საქმეზე საქართველოს შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
მიჩიგანის შტატში სენატორის ადგილი მუსლიმმა დემოკრატმა აბდულ ელ-საიდმა მოიპოვა
გერმანიამ დემოკრატებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
სანჩესი- ამერიკულმა საზოგადოებამ ხმა მისცა იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ გაღარიბებას იწვევს, სიძულვილის წინააღმდეგ, სექსიზმის წინააღმდეგ
სააკაშვილი - ჩვენ მივაღწევთ ნამდვილ არჩევნებს, დავამტკიცებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა მილიარდერს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)