|
2019-04-03 17:20:28, 1171 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტები 40 მისამართზე ხორციელდება
საბურთალოს რაიონში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო 40 მისამართზე მიმდინარეობს. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ამ დროისთვის, ათი ლიფტის რეაბილიტაცია ხორციელდება. ლიფტების შეკეთება ფანასკერტელის ქუჩაზე N9 და N22 საცხოვრებელ კორპუსში, ასევე, იოსებიძის ქუჩა N57-ში უკვე დასრულებულია. წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები ზაქარიაძის ქ. N9 და პეკინის გამზირის N7-ში ჩატარდა. მსგავსი ტიპის სამუშაოები ამ დროისთვის, დამატებით, სამ მისამართზე მიმდინარეობს. სადარბაზოების რეაბილიტაციის პროექტი დები იშხნელების ქ. N4-ში, ბახტრიონის N12ა-სა და საირმის ქუჩაზე N3 საცხოვრებელ კორპუსში განხორციელდა. ამჟამად, სადარბაზოების რეაბილიტაციის სამუშაოები 18 მისამართზე მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, ორ მისამართზე ქანობიანი და ორ მისამართზე ბრტყელი სახურავი შეკეთდა. სახურავების რეაბილიტაცია დამატებით, ექვს მისამართზე ხორციელდება. მიმდინარეობს ასევე, ორი კორპუსის სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოები. საბურთალოს გამგეობა თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას მომავალშიც განაგრძობს. მიმდინარე წელს ამხანაგობების განაცხადების საფუძველზე, გამგეობის მიერ უკვე 18 პროექტი დაფინანსდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)