12:17 - 29 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-03 14:06:26, 1163 ნახვა

საზოგადოება
TBC ბანკმა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა

"თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული 1,100,000 ლარის ჯარიმა გადაიხადა, - ამის შესახებ ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში არის ნათქვამი.

"თიბისი ბანკმა" დაკისრებული ჯარიმა 12 მარტს გადაიხადა. 

"ჩვენ დავადგინეთ რომ ჯარიმა სწორად იყო დაკისრებული და მის გადახდას დავთანხმდით. შესაბამისი გადახდა განხორციელდა 2019 წლის 12 მარტს", - წერია "თიბისი ბანკის" მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის აუდიტორულ ანგარიშში.

ცნობისთვის, რომ „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება თავდაპირველად გაასაჩივრა, რის შემდეგადაც სასამართლო ჰარიმის გადახდა შეაჩერა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკითხით დაინტერესდა, უწყებამ ისინი გამოკითხა და ასევე პარლამენტში მათი მოსმენა მოხდა. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვება დააკისრა. საბჭოს დატოვების შესახებ ბანკის დამფუძნებლებმა 2 აპრილს განაცხადს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ მელონის ბოდიში მოუხადა ხმელთაშუა ზღვაში რუსულ გემზე თავდასხმასთან დაკავშირებით
WP: ირანმა Starlink-ი აშშ-ს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენა
ტრამპმა მოითხოვა, რომ „ხელოვნური ინტელექტი“ „სუპერინტელექტით“ ჩანაცვლებულიყო და გააკრიტიკა Fox News-ის წამყვანი
თავისუფლების მოედანზე რეჟიმის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics