|
2019-04-02 16:19:46, 1319 ნახვა
საზოგადოება
„რადისონ ბლუ ივერია“ „რესპუბლიკა“-ში საევაკუაციო განგაშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიას“ მართვაში მყოფ მრავალფუნქციურ კომპლექსში „რესპუბლიკა“ ჩართულ საევაკუაციო განგაშზე განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, მიზეზი სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან სამზარეულოში მომხდარი შემთხვევითი დაუდევრობა გახდა, კერძოდ, სახანძრო სინალიზაცია ღუმელიდან გამომავალმა კვამლმა აამოქმედა. ამასთან, სასტუმროს მენეჯმენტი ბოდიშს უხდის სტუმრებს შექმნილი უხერხულობისთვის. „სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიას“ მართვაში მყოფ მრავალფუნქციურ კომპლექსში „რესპუბლიკა“ დღეს 11.40 საათზე უსაფრთხოების განგაში ჩაირთო. სიგნალის ხმა ღონისძიების დასრულების შემდეგ გაისმა. მიზეზი სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან სამზარეულოში მომხდარი შემთხვევითი დაუდევრობა გახდა, კერძოდ, სახანძრო სინალიზაცია ღუმელიდან გამომავალმა კვამლმა აამოქმედა. მომხდართან დაკავშირებით, სასტუმროს შესაბამის დეპარტამენტს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. დაცული იყო უსაფრთხოების ყველანაირი ნორმა. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის არც ერთი სტუმრის უსაფრთხოებას არ შექმნია საფრთხე. სასტუმროს მენეჯმენტი ბოდიშს უხდის სტუმრებს შექმნილი უხერხულობისთვის. სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ უსაფრთხოების ნორმები უმაღლეს დონეზე არის დაცული. სასტუმრო ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას საერთაშირისო კომპანია Safe Hotel Aliance-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში. პროგრამა ითვალისწინებს მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების ნორმების ინსპექტირებას სხვადასხვა ბრენდის სასტუმროებში, რომლის ფარგლებშიც ხდება შემოწმება, თუ რამდენად გამართულად მუშაობს სისტემა. ბოლო წლებია, აღნიშნული ინსპექტირების ფარგლებში, „რადისონ ბლუ ივერია“ იმსახურებს უმაღლესი დონის სერტიფიკატს და არის აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაცული სასტუმრო მსოფლიოში“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს ვარდების მოედანზე მდებარე "რესპუბლიკის" შენობაში განგაში გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის შენობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)