14:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 19:57:18, 1573 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თბილისში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახალ პროექტს იწყებს. 

2013 წლის 1 ივნისამდე ,თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისივე შერჩეული საცხოვრებელი ფართები  სამინისტროს თანადაფინანსებით შეისყიდონ. 

სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ერთ კვადრატულ მეტრზე მაქსიმუმ 350 აშშ დოლარით დააფინანსებს. თავის მხრივ, დევნილი ოჯახის წილი კვადრატულ მეტრზე მინიმუმ 60 დოლარს უნდა შეადგენდეს. 

შესასყიდი საცხოვრებელი ფართის კვადრატულობას ოჯახის წევრთა რაოდენობა განსაზღვრავს.ერთსულიანი ოჯახისთვის განსაზღვრულია მაქსიმუმ 35კვ.მ, ორსულიანი ოჯახისთვის 40კვ.მ, ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე დამატებით 10კვ.მ.  

პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დღეს დაიწყება და 1 მაისამდე გაგრძელდება.

განაცხადები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოში - თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში შემდეგ მისამართებზე:

• თბილისი -  თამარაშვილის ქ. N15ა;

• ზუგდიდი - აღმაშენებლის ქ. N106;

• ქუთაისი - ირაკლი აბაშიძის გამზ. N27.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics