|
2019-03-29 13:38:33, 1347 ნახვა
საზოგადოება
სოცმუშაკი - არის რაიონები, სადაც სოცმუშაკები ფიზიკურად დაავადდნენ, წლებია შვებულებით არ უსარგებლიათ
სოციალური მუშაკებს ეყოთ კეთილსინდისიერება და სისამაცე ეღიარებინათ, რომ ამ რესურსებით, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს, შეუძლებელია მოემსახურონ ამ ქვეყანაში ყველაზე დაუცველ ადამიანებს, - ამის შესახებ სოციალურმა მუშაკმა, ქეთევან ხუციშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. სოცმუშაკმა ჩამოაყალიბა ყველა ის პრობლემა, რომელიც პრობლემას მათი საქმიანობის განხორციელებისთვის წარმოადგენს. „სოციალური მუშაკები არ გაფიცულან იმისთვის, რომ ისინი ითხოვენ თავიანთ პირად კომფორტს, მანქანებს, კაბინეტებს და ა.შ. ამ ადამიანებს ეყოთ კეთილსინდისიერება და ეყოთ სისამაცე ეღიარებინათ, რომ ამ რესურსებით, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს შეუძლებელია მოემსახურონ ამ ქვეყანაში ყველაზე დაუცველ ადამიანებს. სოციალური სამსახური ეს არის ხერხემალი, რომელიც თუ არ გაიმართა, ადამიანების უფლებებს ამ ქვეყანაში ვერ დავიცავთ. სოციალური მუშაკები გაიფიცნენ თავიანთი მუშაკების დასაცავად, ზუსტად ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რამაც ამ ადამიანებს აიძულა ეს ადამიანები 5 დღეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყინვაში ყოფნა და გუშინ ჩემი კოლეგა მინისტრთან შეხვედრისას ამბობდა, რომ მე მესიზმრება ჩემი საქმეები და მედარდება ჩემი ბენეფიციალები. ჩვენ შიშველი ხელებით ვერ დავბრუნდებით ამ ადამაინებთან და ვერ ვეტყვით, რომ ვერც ახლა ვერ გთავაზობთ ვერაფერს, რასაც წლების განმავლობაში ვერ გთავაზობდით. თბილისის ხუთივე სოციალური მომსახურების ცენტრს სჭირდება ფსიქოლოგი და რეგიონებში უნდა იყოს მინიმუმ 2 ფსიქოლოგი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის კადრების დამატება. ერთ სოციალურ მუშაკს თვეში არ უნდა ჰქონდეს 50 საქმეზე მეტი. ასევე არის რაიონები, სადაც წლების განამვლობაში მუშაობს ერთადერთი სოციალური მუშაკი და ეს ადამიანები ფიზიკურად დაავადნენ, იმიტომ რომ წლებია ვერ სარგებლობენ კუთვნილი შვებულებით, მაგალითად ხობის წარმომადგენელი და ამ რაიონზე დღემდე არ არის გამოცხადებული ვაკანსია. ძალიან მნისვნელოვანია ის, რომ გაფიცვით ჩვენ მოვიპოვეთ 30-მდე მანქანა, თუმცა როდესაც არის გადაუდებელი შემთხვევა, იქ სოციალური მუშაკი რითი უნდა წავიდეს? უნდა წავიდეს მანქანით, შეუძლია მას მეტროს დაელოდოს, არ შეუძლია, გამოდის რომ ეს 30 მანქანა გადაუდებელ შემთხვევებსაც არ ეყოფა“, - აღნიშნა ქეთევან ხუციშვილმა.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)