|
2019-03-27 09:36:03, 977 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილეებთან - ილია ელოშვილსა და მაია ბითაძესთან ერთად სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს მერმა სამშენებლო სექტორში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. კერძოდ, საუბარი შეეხო ერთჯერად ამნისტიას ისეთ შენობებთან მიმართებაში, რომელთა მშენებლობა დასრულებულია და შენობა, ხშირ შემთხვევაში, შესახლებულიცაა, თუმცა გარკვეული დარღვევების გამო, ექსპლუატაციაში ვერ შედის. განსახილველ საკითხთა შორის იყო, ასევე, 2009 წლამდე არსებული ნორმის აღდგენა, რაც გულისხმობს დასრულებული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირების ან მასში შესახლების აკრძალვას ექსპლუატაციაში მიღებამდე; დეველოპერები ასევე გაეცნენ დაგეგმილ ცვლილებას, რომელიც გაჩერებული მშენებლობების დასრულების მხარდაჭერის მიმართულებით გატარდება. შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. „თბილისის მერია სამშენებლო კანონმდებლობის რეფორმირებას აგრძელებს. დღეს შევხვდით სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და გავაცანით ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ საკანონმდებლო დონეზე. ეს, პირველ რიგში, შეეხება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მიმართ ერჯერადი ამნისტიის გამოცხადებას, შემდგომში კი კანონდებლობის უფრო მეტად გამკაცრებას, რათა მშენებლობების პროცესში ამგვარი დარღვევები აღარ მივიღოთ; ასევე ვაპირებთ, გავამკაცროთ კანონმდებლობა ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობა-ნაგებობის ფუნქციონირების ნაწილში - გვინდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ შენობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ იყოს შესაძლებელი შენობის ფუნქციონირება და მასში ცხოვრება. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს შეღავათების დაწესება დაუსრულებელი მშენებლობების მიმართულებით. ამ შემთხვევაშიც, ჩვენი სურვილია, აღარ გაჩნდეს ქალაქში ასეთი დაუსრულებელი, უსახური მშენებლობები. ამ ინიციატივებს დეველოპერების მხრიდან საკმაოდ დადებითი რეაქცია მოყვა. ძირითად ნაწილში შევთანხმდით, რომ სამივე ცვლილება მნიშვნელოვანი და აუცილებელია, თუმცა გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებებიც, შენიშვნებიც. ჩვენ მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ“, - განაცხადა მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა. შეხვედრის ბოლოს გადაწყდა, რომ სამშენებლო კომპანიებს საშუალება ექნებათ, აღნიშნული ცვლილებების პროექტს უფრო დეტალურად, წერილობითი ფორმით გაეცნონ, რის შემდეგად კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი.
(NS)
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)