09:23 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 14:18:02, 1049 ნახვა

საზოგადოება
„სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ - პაციენტის გარდაცვალებისთანავე სისხლის სამართლის გამოძიება არ უნდა იწყებოდეს

„საქართველოში, სამწუხაროდ დაინერგა მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პაციენტის გარდაცვალებისთანავე იწყება სისხლის სამართლის გამოძიება“, - ამის შესახებ „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ განცხადებაშია აღნიშნული.

ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამგვარი პრაქტიკის შეცვლა ექიმთა ინტერესებისა და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი იქნება.

„განვითარებულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკით, პროფესიული საქმიანობისას დაშვებული შეცდომისას დგება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა საქართველოში, სამწუხაროდ დაინერგა მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პაციენტის გარდაცვალებისთანავე იწყება სისხლის სამართლის გამოძიება . მაშინ როდესაც არ არის შესწავლილი რამ გამოიწვია პაციენტის ლეტალური შედეგი, არ არის დადგენილი დანაშაულის ნიშნების არსებობა და გარემოებები, თუ რამ გამოიწვია შესაძლო საექიმო შეცდომა.

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ აზრით შესაბამისმა ორგანოებმა შსს/პროკურატურამ ნებისმიერი შეტყობინებისას უპირობოდ არ უნდა დაიწყონ გამოძიება ( 116 მუხლით- სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით). არამედ უნდა გაატარონ ოპერატიული ღონისძიებები და დაელოდონ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს ( პროფესიული საბჭოს ) დასკვნას. რის შემდეგაც თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, შესაძლებელი იქნება გამოძიების დაწყება.

ვფიქრობთ, საქართველოში დანერგილი პრაქტიკის შეცვლა მნიშვნელოვანი იქნება ექიმთა ინტერესებისა და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით, რაც შეწყვეტს ექიმთა პასუხისმგებლობის უპირობოდ სისხლის სამართლებრივ ჭრილში განხილვის მანკიერ პრაქტიკას“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics