09:23 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 12:08:01, 960 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინის პრეზენტაცია იაპონელი პროფესიონალებისთვის გაიმართა

იაპონიაში, ქალაქ ნაჰაში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Red Bridge"-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ტოპ-სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ.

ღონისძიებას 60-მდე სტუმარი - სომელიეები, დისტრიბუტორები, რესტორნების, სასტუმრო  და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას ქართული ღვინის 8-ათასწლიანი ისტორიის, მრავალფეროვანი ჯიშებისა და ქართული ღვინის თანამდროვე ინდუსტრიის  შესახებ.

სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ 7 დასახელების ქართული ღვინო.

იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს.

ქართული ღვინის კულტურისა და ზოგადად, საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მასშტაბური გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო" იმართება.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics