|
2019-03-25 10:56:00, 1350 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი - მოგიწოდებთ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ ნატო-ს წევრი გახდეთ
მოგიწოდებთ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში გახდეთ ნატო-ს წევრი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია, რასაც დღეს მიმდინარე ერთობლივი წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ კიდევ ერთხელ ვიმყოფები საქართველოში, ამჯერად ჩამოვედი ამ სწავლების ფარგლებში მონაწილეობის მისაღებად. ეს არის ერთობლივი სწავლება საქართველოს ტერიტორიაზე, ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენი არის ძალიან ძლიერი, ამ პარტნიორობის ფარგლებში. მეორეჯერ ვიმყოფები გენერალური მდივნის რანგში. ეს იმის ნიშანია, რომ საქართველოს საჯარისო დანაყოფების მონაწილეობა ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ერთბლივი სწავლება შეფასებისა და წრთვნის ერთობლივი ცენტრის ეგიდით და 2015 წელს ჩაეყარა მას საფუძველი. ცენტრის გასხნა იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი ერთობლივი პროგრამის განხორცილების ფარგლბში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშოშობს ის ჩვენს ურთიერთობაში და 2015 წელს ამას ხაზი კვლავ გაესვა. განსაკუთრებული პარტნიორია საქართველოს ნატო-სთვის. გადაწყვეტილება რომელიც 2008 წელს იქნა მიღებული, რომ საქართველოს აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა ყველაზე დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმინანობაში. თქვენ ახორცილებთ მტკიცე მხარდაჭრის პროგრამაში მონაწილეობას და რეაგირების ინიციატივებში ძალიან აქტიურად მონაწილეობთ. ეს სწავლება ამ კვირის განმავლობაში ადასტურებს იმას, რომ რამდენად ძლიერი თანამშრომლობა გაგვაჩნია, საქართველომ ძალიან დიდი წინსვლა განიცადა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების კვალობაზე. გაძლიერდა პარლამენტის მიერ უსაფრთხოების სფეროს ზედამხედველობის როლი, ასევე სასამართლო სისტემის მიმართულებით გაძლიერდა რეფორმების განხორციელება. მე იმედი მაქვს რომ ძალისხმევა კვლავ გაგრძელდება მომავალში და კიდევ უფრო ეფექტური დაცვის ინსტუტუციები იარსებებს წვეყანაში. ასევე მივესალმები იმას, რომ თქვენ ვალდებულებად იკისრეთ მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი გამოიყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თავდაცვის მინზნებისთვის და ამ თანხის 20 პროცენტი წავა აპარატურასა და მოდერნიზაციაზე. ეს გააძლიერებს თქვენს სამხედრო ძალებს და რეგიონული უსაფრთხოების პროგრამაში მონაწილეობას. მე მივესალმები ყველა ამ ინიციატივას და მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენს ალიანსში ძალიან მკვეთრი იქონიოთ და საბოლოო ჯამში გახდეთ ჩვენი წევრი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)