13:43 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 14:47:01, 352 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ჩვენ უნდა მივიღოთ ვარშავაში MAP-ი და არ ვაპირებთ, დავუწიოთ ტონს მოთხოვნის ნაწილში

"ჩვენ უნდა მივიღოთ ვარშავაში MAP-ი და არ ვაპირებთ, დავუწიოთ ტონს მოთხოვნის ნაწილში",-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, მიიღოს პასუხი, როგორც MAP-ზე, ისე ნატო-ში გაწევრიანებაზე. 
"არ ვაპირებთ გეგმა "B"-ზე და გეგმა "C"-ზე ლაპარაკს და ვაჭრობას. ყველაფერს აქვს ლოგიკური განვითარება და ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, მიიღოს პასუხი, როგორც MAP-ზე, ისე გაწევრიანებაზე. გენერალურ მდივანსაც ვუთხარი, რომ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, ზუსტად იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება იბრძვის მაქსიმალური შედეგისთვის; საქართველო იბრძვის და ყველაფერს აკეთებს, რათა  ნატო-სთან ურთიერთობაში  თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს. ჩვენ უნდა მივიღოთ ვარშავაში MAP-ი და არ ვაპირებთ, დავუწიოთ ტონს მოთხოვნის ნაწილში," - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე გააკეთა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მასპინძლობს.
თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ჩართულობის, განხორციელებული და მიმდინარე აქტივობების შესახებ ანგარიშს აბარებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics