|
2019-03-22 13:24:15, 990 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია - „თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“
თეგეტა მოტორსის ახალი კამპანია „თეგეტა შენთან ერთად“ გულისხმობს კომპანიის კორპორატიული პასუხისმგებლობის მიმართულებას, რომელიც საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში კომპანიამ წარმოადგინა განათლებისა მიმართულება - „თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“ თეგეტა მოტორსმა საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარების მიმართულებით მრავალი პროექტი განახორციელა, მათ შორის შექმნა უნიკალური საგანმანათლებლო პლატფორმა „თეგეტა აკადემიის“ სახით, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს განათლება ავტოსერვისის მიმართულებით. „თეგეტა აკადემიამ“ ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებით, მოიპოვა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება და გახდა საქართველოში პირველი ავტორიზებული სასწავლო კოლეჯი ავტოსერვისის მიმართულებით. აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლების კონცეფცია საქართველოში ნოვაციაა. ამ მოდელში სამუშაო და სასწავლო გარემო მჭიდროდაა დაკავშირებული და სტუდენტები სწავლობენ ზუსტად იმას, რასაც მოგვიანებით პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ. პროფესიული კოლეჯი „თეგეტა აკადემია“ დაინტერესებულ პირებს, პირველ ეტაპზე სთავაზობს მსუბუქი ავტომობილის შეკეთების მიმართულებით შემდეგ სასწავლო პროგრამებს: ელექტრო და ელექტრონული სისტემების, სავალი ნაწილის და ძრავის შეკეთება. აღნიშნულ პროგრამაზე მსურველთა მიღება იგეგმება გაზაფხულის სემესტრზე (აპრილი-მაისი). კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი და წარმატებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ თეგეტა მოტორსსა და მის შვილობილ კომპანიებში. „თეგეტა აკადემია“ დაარსდა 2013 წელს, სასწავლო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, კომპიუტერული ლაბორატორიით, ბიბლიოთეკით და საკონფერენციო დარბაზით. იგი წარმოადგენს უნიკალურ სასწავლო პლატფორმას ავტოინდუსტრიის მიმართულებით. სასწავლო ცენტრის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება. აკადემიაში ყოველწლიურად 700-მდე პირი გადის სწავლებას, მათგან საუკეთესო სტუდენტების დასაქმებას უზრუნველყოფს თეგეტა მოტორსი. მხოლოდ გასულ წელს თეგეტა მოტორსმა 500-მდე ახალი კადრი დაასაქმა. “თეგეტა აკადემიის“ სასწავლო კურსს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტრენერები მსოფლიოს წამყვანი ავტოინდუსტიის სფეროდან, როგორებიც გახლავთ: ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა. 2019 წელს „თეგეტა აკადემია“ გეგმავს დაამატოს და შექმნას ახალი მოდულები საავტომობილო სფეროს საჭიროებების მიხედვით. დღეისათვის საწავლო ცენტრი წარმოდგენილია ორი ფილიალით თბილისსა და რუხში, ასევე მიმდინარე წლის ბოლოს აკადემიის რეგიონალური ფილიალი გაიხსნება ბათუმში.
(R)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)