|
2019-03-21 15:58:21, 1290 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის წესით მივა და ერთ კონკრეტულ საკითხზე ისაუბრებს
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძე, რომელიც ხვალ პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით უნდა წარდგეს, ერთ კონკრეტულ საკითხზე ისაუბრებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეგლამენტის თანახმად ინტერპელაციის მექანიზმი კონკრეტულ საკითხზე პასუხით და მხოლოდ ამ კითხვაში მოცემული საკითხის განხილვით შემოიფარგლება. „საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი ითვალწინებს ინტერპელაციის წესს, რომელიც სიახლეა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. პირველად, პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარსდგება. ვფიქრობ, პარასკევს ძალიან საინტერესო დღე იქნება. ინტერპელაციის წესით საქართველოს პარლამენტში დაბარებულები არიან პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი. საუბარი შეეხება კონკრეტულ კითხვას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ან რომელიმე მინისტრი იღებს პარლამენტიდან. ანუ, პრემიერ-მინისტრი ან მინისტრი პასუხობს კონკრეტულ კითხვას, რომელიც მას ინტერპელაციის ფარგლებში დაუსვეს. გათვალისწინებულია შესაბამისი პროცედურები კითხვაზე პასუხისათვის და დებატებისთვის შედარებით მოკლე დრო. პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით კითხვა შეეხება საქართველოში კრიმინოგენურ ვითარებას და ამ კონკრეტულ კითხვაზე იქნება კონკრეტული პასუხები - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, საპარლამენტო ფრაქციებს უკვე დასმული აქვთ კითხვები.
(NS)
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)