00:58 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 12:16:26, 424 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია 23-25 ივნისს უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

23-25 ივნისს ქალაქ ვენაში   უსაფრთხოების  საკითხების გადახედვის  ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენცია (ASRC) გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის -  დავით დონდუას ხელმძღვანელობით. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ  ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ეუთო-ს ხსენებული კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მასზე განხილავენ უსაფრთხოების კუთხით არსებულ საფრთხეებს და გამოწვევებს ეუთო-ს სივრცეში, ასევე ორგანიზაციის როლს მათი დაძლევის პროცესში. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის სიტყვით გამოსვლები სხვადასხვა სამუშაო სესიების ფარგლებში უკრაინის, ევროპული უსაფრთხოების, ტრანსნაციონალური საფრთხეების, ეუთო-ს რეგიონის სამეზობლოს, შეიარაღებაზე კონტროლისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე ბ-ნი დავით დონდუა  მონაწილეებს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, ისაუბრებს იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა პრობლემატიკაზე და რუსული მხარის დესტრუქციულ ქმედებებზე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს.

უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ბატონი დონდუას ორმხრივი შეხვედრები პარტნიორი ქვეყნების დელეგაციებთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics