|
2019-03-19 18:12:22, 1278 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე: მას ვინც კვაჭანტირაძის პოსტს დაიკავებს, არც მეზობლები მიესალმებიან, არც ძაღლები და არც კატები
„ქართულ ოცნებაში“ ყოფნა არის სირცხვილი. ამას ამბობენ ადამიანები, შინაური ცხოველები და ვინც, კომიტეტზე ზვიად კვაჭანტირაძის ადგილს დაიკავებს მას მეზობლებიც არ მიესალმებიან, არც ძაღლები და არც კატები და ღმერთმა სიკეთეში შეარგოს ეს კომიტეტი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხოდამაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კვაჭანტირაძის მხრიდან თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვება, სწორი გადაწყვეტილებაა. „მინდა ბატონ ზვიადს (კვაჭანტირაძე) ვუთხრა რომ პირიქით, ძალიან კარგია რაც ხდება მისთვის. მან თავადაც აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებიდან“ წავიდა მეზობლები განსაკუთრებული სითბოთი ესალმებიან მას. მერე ვნახეთ სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც ის ძაღლს ასეირნებდა ეზოში და ყველამ დავინახეთ, რომ მეზობლის ძაღლები როგორი ღიმილით და თბილის შეხვედრით ესალმებოდნენ მის ძაღლს და მას შემდეგ, რაც ის გადადგება კომიტეტის თანამდებოდიდან და ამ პოსტსაც დათმობს, მეზობლიც კატებიც აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცევიან. ასე რომ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა არის სირცხვილი. ამას ამბობენ ადამიანები, შინაური ცხოველები და ვინც, კომიტეტზე ზვიად კვაჭანტირაძის ადგილს დაიკავებს მას მეზობლებიც არ მიესალმებიან, არც ძაღლები და არც კატები და ღმერთმა სიკეთეში შეარგოს ეს კომიტეტი“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)