|
2019-03-19 10:21:40, 991 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარე ღამის სამუშაოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ღამით, კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას ღამის სამუშაოების წარმოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის მოუბოდიშა. „მადლობას ვუხდი მოსახლეობას თანადგომისთვის, რადგან მესმის, რამდენად რთულია, რომ ღამის საათებში მიმდინარეობს სამუშაოები. ეს ადამიანები მოთმინებით ეკიდებიან ამ ყველაფერს, რადგან ეს, პირველ რიგში, მათთვის და ჩვენი ქალაქისთვის კეთდება. მინდა ბოდიში მოვუხადო მათ, რადგან, როდესაც ღამე მიდის მუშაობა, არის ხმაური და ეს ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენს. გვინდა, რომ ძალიან მალე დავამთავროთ ყველაფერი და ორიენტირებული ვართ ხარისხზე, რადგან როდესაც ამხელა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან, რა თქმა უნდა, ხარისხი უნდა იყოს უმაღლესი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისი თქმით, ღამით მუშაობის მიზანია, რომ დღისით ნაკლებად შეიზღუდოს საგზაო მოძრაობა სატვირთო მანქანების გამო. „პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და წყალარინების ქსელის განახლების სამუშაოებს ახორციელებს. ვცდილობთ, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ, რომ მალე დავასრულოთ სამუშაოები და დღის განმავლობაში ნაკლებად შეიზღუდოს მოძრაობა. ღამის საათებში მიმდინარეობს მიწის გატანა, რადგან დღისით, ამ მონაკვეთზე დიდი სატვირთო მანქანების გადაადგილება შეუძლებელი იქნებოდა და კიდევ უფრო დავტვირთავდით მოძრაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. კანდელაკის ქუჩის 1,2-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 28 თებერვალს დაიწყო. კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად შეცვლა, ასფალტის საფარის დაგება, ასევე, LED-განათების, ტროტუარებისა და ბორდიურის მოწყობა. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯება.
(NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)