|
2019-03-18 16:11:20, 1234 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ბესელიას - პროკურატურაში რომ შევდიოდი, იქ მხვდებოდი ხოლმე და მე მქონდა საქმეები დალაგებული?!
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით სუბიექტური ინტერესები აქვს. ეკა ბესელიამ და მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იკამათეს, სადაც მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ. ურთიერთკამათისას სუბიექტურ ინტერესებთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის რეპლიკა ეკა ბესელიამ გააპროტესტა და განაცხადა, რომ მდინარაძეს თავად აქვს ოჯახური ბიზნესი სასამართლოში. „რომელი სუბიექტური ინტერესი მაქვს? სუბიექტური, ოჯახური ბიზნესი შენ გაქვს სასამართლოში, დაწყებული სააკაშვილის დროიდან დღემდე. სააკაშვილის დროიდან გქონდა დალაგებული იქ ურთიერთობები და ახლა შენ როგორ ლაპარაკობ სუბიექტურ ინტერესებზე", – მიმართა მდინარაძეს ეკა ბესელიამ. ამის პასუხად მდინარაძემ ბესელიას მოუწოდა საზოგადოების მოსატყუებლად ყველაფერს ნუ იკადრებს. მისი თქმით, როდესაც პროკურატურაში შედიოდა, იქ ეკა ბესელია ხვდებოდა და ამის ფონზე არ შეიძლება საუბარი, რომ მას ჰქონდა დალაგებული რამე სახის ურთიერთობა. „რა მქონდა დალაგებული, პროკურატურაში ვერ შევდიოდი და რომ შევდიოდი, იქ მხვდებოდი ხოლმე და მე მქონდა დალაგებული, მე მელაპარაკები მაგას, სულ გადაირიეთ? სიმართლეს რომ იტყვის ადამიანი, არ უნდა აღელდეთ და რომ აღელდებით, ე.ი. ცოტა გტკივათ ეს სიმართლე. რაც არ მოგეწონებათ, სიტყვა შემაწყვეტინეთ", – მიმართა ბესელიას მდინარაძემ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დილიდან მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს.
(NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)