|
2019-03-15 18:42:52, 1259 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - ხელისუფლება გამოვიდეს და საზოგადოებას აუხსნას, რეალურად რა ხდება ხურვალეთში
„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება უნდა გამოვიდეს და საზოგადოებას აუხსნას, თუ რა ხდება ხურვალეთში. ხოშტარია ხელისუფლებისგან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით დეტალურ ახსნა-განმარტებას ითხოვს. „პირველი, ახლა, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, უნდა გამოვიდეს და საზოგადოებას აუხსნას, რა ხდება. იმიტომ, რომ არც ზედმეტი პანიკა არ იყოს, ვიცოდეთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. მავთულხლართების გაბმასთან გვაქვს საქმე, თუ ადგილობრივი მოსახლეობა რა მდგომარეობაშია, საფრთხე ემუქრება, რუსეთს თუ არ დაუჯდა გარკვეული ფასი, დისკომფორტი ის ქმედებები, რასაც აკეთებს, ადამიანს მოკვლა, წამება, ატაცება და ა.შ. ამას გააგრძელებს და რა მასშტაბით გააგრძელებს, არავინ იცის. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ დაწყებული, ასევე საერთაშორისო სამეგობროს საგანგაშო გზავნილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი თავი დავიცვათ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მოსახლეობის კუთვნილ ბაღებში განთავსდნენ. ხურვალეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. ოკუპანტების ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არც სუს-ი ადასტურებს და ყველას მოუწოდებს, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. ამასთან, ოკუპანტების ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არც ევროკავშირის მისია ადასტურებს. აქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეკის ინფორმაციით, ხურვალეთში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების შემოსვლა არ დასტურდება. მისი თქმით, ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)