|
2019-03-13 17:03:55, 1188 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: მოსამართლეებზე კანონპროექტს ვენეციის კომისია შეაფასებს და მისი რეკომენდაციები საჯარო იქნება
საპარლამენტო უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც მონაწილეობის, სიის ფორმირებისა და კენჭისყრის ეტაპებზე პროცესის გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვან პრინციპებს მოიცავს, – ამის შესახებ შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტს ვენეციის კომისია შეაფასებს და მისი რეკომენდაციები საჯარო იქნება. „სხვადასხვა მხარეს კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები რომ არ ჰქონდეს, მივმართეთ ვენეციის კომისიას, შეაფასებს კანონპროექტს და თავის რეკომენდაციებსა და დასკვნებს გამოგვიგზავნის, რომელიც საჯარო იქნება. შესაბამისად, ეს დასკვნები მოხსნის კითხვებსა და ბრალდებებს, რომელიც შეიძლება, პროექტის განხილვის პროცესში წარმოიშვას“, – განაცხადა თალაკვაძემ. რაც შეეხება კანონპროექტის განხილვას, უმრავლესობის ლიდერის თქმით, პროექტში ცვლილებების შეტანა ნებისმიერ მხარეს დასაბუთებული არგუმენტებით შეეძლება და ეს პროცესები ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით. ამასთან, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ კომისია სწრაფად შეასრულებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თხოვნას, მოსაზრება გამოთქვან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით.
(NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)