|
2019-03-08 12:25:46, 1272 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: პედაგოგებს და მეცნიერებს ანაზღაურება გაეზრდებათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, პედაგოგებს და მეცნიერებს ანაზღაურება გაეზრდებათ. ბახტაძის თქმით, სასწავლებლებში დაინერგება ევროპული სტანდარტები, რათა მიღებული დიპლომები და სერტიფიკატები ევროკავშირში იყოს აღიარებული. "სხვა პრიორიტეტები, რომელიც ჩვენს ხედვას შეეხება ითვალისწინებს იმას, რომ განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა რეგიონში აშენდება და მოხდება მასშტაბური რეაბილიტაცია ყველა სკოლისა და ბაღის. ყველა სასწავლო დაწესებულების პედაგოგის, ეს იქნება ბაღი, სკოლა, პროფესიული სასწავლებელი, თუ უნივერსიტეტი, ასევე მეცნიერთა ანაზღაურება იქნება გაზრდილი და ღირსეული. რა თქმა უნდა, ჩემთვის, პირადად მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგის პროფესია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული. ამასთან ერთად, დაინერგება უახლოესი სასწავლო მეთოდები და ბუნებრივია, მოხდება პედაგოგების გადამზადება. როგორც მოგახსენეთ, მოხდება ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლებისა. ჩვენ, შესაბამისად შევცვლით, მათ შორის, იმ პროგრამებსა და მიდგომებს, რომელიც გვაქვს დღეს სისტემაში. ჩვენ, დავნერგავთ, ევროპულ სტანდარტებსა და ევროპულ კრიტერიუმებს უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გაცემული დიპლომები, სერთიფიკატები, მათ შორის, პროფესიული სასწავლებლის, აღიარებული იქნება ევროკავშირში, რაც ყველა ახალგაზრდას, რომელიც გაივლის და მიიღებს განათლებას საქართველოში საშუალებას მისცემს, ამავე დროს დასაქმდეს მსოფლიოს ყველაზე წამყვან ქვეყნებში. ამ ინიციატივით ვაპირებთ, რომ საქართველომ დაიბრუნოს ის ისტორიული როლი, რომელიც ყოველთვის ჰქონდა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)