18:51 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-28 18:40:17, 214 ნახვა

სხვადასხვა
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქული საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება  მოხდა.

უამინდობის გამო რეისების შეფერხების შედეგად ორივე გუნდის ქომაგებს აეროპორტში მოუწიათ დაყოვნება. თვითმხილველებისა და გავრცელებული კადრების მიხედვით, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს — ისმოდა შეძახილები და გინება. 

 პოლიციისა და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის დროული ჩარევის შედეგად, ფიზიკური შეხლა-შემოხლა თავიდან იქნა აცილებული და ვითარება მალევე განიმუხტა.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აეროპორტში მომხდარი ინციდენტისას არავინ დაუკავებიათ. ამ დროისთვის ორივე მიმართულებით (თურქეთსა და ისრაელში) რეისები უკვე შესრულებულია. ასევე, „ჰაპოელ ბეერ-შევას“ ფეხბურთელები და პერსონალი ინციდენტის დროს ცალკე დარბაზში, გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფებოდნენ. 

აღნიშნული დაძაბულობა 26 ნოემბერს ბათუმში გამართულ უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩს მოჰყვა, რომელიც უსაფრთხოების მიზნით თურქეთის ნაცვლად საქართველოში ჩატარდა. თავად თამაშის მიმდინარეობისას და მის დაწყებამდე ქალაქის ქუჩებში მომხდარი არეულობის გამო სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს, მომხდარზე კი გამოძიება უეფა-მაც დაიწყო.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ჩეხი დეპუტატი დემეტრაშვილი - ვერ აკრძალავ ერს, რომელმაც თავისი ევროპული მომავალი გადაწყვიტა
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics