00:01 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 12:53:05, 1357 ნახვა

საზოგადოება
ლორთქიფანიძე პრემიერის ახალ ინიციატივაზე: ეს არის ძალიან დიდი მოვლენა ყველასთვის

ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ ინიციატივას "განათლება - გზა უკეთესი მომავლისკენ" ეხმაურება. 

"ნამდვილად ისტორიული დღეა და ძალიან დიდი შესაძლებლობები განათლებისთვის. ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის მე ვხედავ რომ ეს არის მეცნიერების განვითარება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მოხდება საზოგადოებრივი განათლება. შეუძლებელია ქვეყნის განვითარება, თუ არ იქნება ფართო მასშტაბის, ბავშვობიდან განვითარება და სწორედ ჩვენს სფეროს, მუზეუმებს , კულტურულ დაწესებულებებს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ზოგად განათლებაში. ასე რომ ეს არის ძალიან დიდი მოვლენა ყველასთვის.

განათლება არის ძალიან ფართო ცნება, ეს არ არის მხოლოდ სკოლებისთვის და უნივერსიტეტისთვის. ეს არის მე ვიტყოდი ყველა ჩვენთაგანის ვალი, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ განათლებაში. მე ვხელმძღვანელობ სწორედ იმ დაწესებულებას, რომელსაც ეს უშუალოდ ევალება, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მთლიანად ჩვენი განათლება უნდა იდგეს ისტორიაზე და ჩვენს ისტორიულ ღირებულებებზე", - განაცხადა ლორთქიფანიძემ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics