22:34 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 15:28:59, 1471 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრს ავღანეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეფორმებს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ეწვია.

დელეგაციის წევრებს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე ივანე ცარციძე შეხვდა. მან  სტუმრებს რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა,  მათ შორის ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები გააცნო,  რომელთა შედეგადაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში "Doing Business"  მსოფლიო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს.   

საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა  მარი ხარძიანმა კი სტუმრებს გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურების, ელექტრონული სერვისებისა და სააგენტოს  მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ  წარუდგინა პრეზენტაცია.

შეხვედრაზე  საუბარი ასევე შეეხო საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებას.  

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია   საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციით და დაფინანსებით იმყოფება. დელეგაციას ავღანეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ზოჰორუდინ შირზადასი ხელმძღვანელობს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics