22:32 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 12:32:58, 1384 ნახვა

საზოგადოება
„კობახიძე თავად იქცა ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის ლობისტად“ - NGO-ები პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზე არ მივლენ

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, შეხვედრას, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა უნდა მოხდეს, არ დაესწრებიან. 

შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარი ირაკლი კობახიძე მომზადებულ კანონპროექტს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელბს გაახნობს. 

მესამე სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ირაკლი კობახიძე მათ კრიტიკულ მოსაზრებებს არ ითვალისწინებს და "კლანურ მმართველობას ხელს უწყობს".

კოალიციაში  ”დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” შემავალი ორგანიზაციები განმარტავენ, რომ არის 5 პრინციპული საკითხი, რომელსაც ირაკლი კობახიძე არ ეთანხმება. მათ შორისაა ინტერესთა კონფლიქტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების მეთოდი და მოსამართლეთა შერჩევის წესი.

გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე თავად იქცა ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის ლობისტად.

"როგორ არ არსებობს სივრცე დისკუსიითვის, და საკითხები უკვე გადაწყვეტილია, ბუნებრივია იქ დარჩენის აზრი კოალიციამ ვეღარ დაინახა. არ გვაქვს რაიმე ახლის მოლოდინი. ჩვენთვის ნათელი და ცხადია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თავად იქცა ლობისტად სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის და ეს კანონპროქტიც იქნება ამ თარგმზე მოჭრილი", - აღნიშნა მშვენიერაძემ. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics