|
2019-03-06 11:44:11, 1443 ნახვა
საზოგადოება
ENPARD - ის ფარგლებში, მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით მეოცე შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით მეოცე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოადგილემ, კომიტეტის წევრებთან ერთად, ENPARD-ის პროექტის ფარგლებში შესრულებული ვალდებულებები განიხილა და ევროკავშირს და პარტნიორ ორგანიზაციებს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაზე ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა სამინისტროს მხარდაჭერის სამომავლო ხედვები განიხილეს. საუბარი შეეხო თბილისში მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილი კონფერენციის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სოფლის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ვინსენტ რეი, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის დარგში კრისტინა კასელა, ევროკავშირის წარმომადგენელი ქეთევან ხუციშვილი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი რაიმუნდ იელი და მამუკა მესხი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი მუნხტუია ალტანგერელი და ENPARD-ის კონსორციუმის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)