15:17 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 20:40:55, 1486 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - არ არის არც ერთი მოსამართლე „ქართული ოცნების“ კუთვნილება, არც ბიძინა ივანიშვილის

"არ არის არც ერთი მოსამართლე „ქართული ოცნების“ კუთვნილება, არც ბიძინა ივანიშვილის. -  ამის შესახებ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"როგორც რიგითი მოქალაქე და ამ შემთხვევაში უკვე როგორც პარტიის პოლიტიკური მდივანი, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მოსამართლე, რომლის ჩართულობა იქნება, მონაწილეობა თუ თანამონაწილეობა მძიმე საქმეში, თუ ასეთი დასტურდება და თუ არსებობს ლეგიტიმური კითხვები საზოგადოების მხრიდან, ამ კითხვებზე, ყველაფერზე უნდა იყოს პასუხი ამომწურავი, რომ საზოგადოების არც ერთ ფენას არ დარჩეს განცდა, რომ აქ რაღაც ისე არ არის. ძალიან მარტივი პასუხი შეიძლება იყოს ჩვენი მხრიდან, რომ თუ რაიმე შეკითხვა არსებობს , ამ შეკითხვაზე პასუხი უნდა იყოს გაცემული. მე არ მინდა გვარებზე ვისაუბრო და მე არავის ადვოკატი არ ვარ . ერთი შემიძლია გითხრათ , რომ ყველა ის ადამიანი საჯარო მოხელე, რომელიც სწორ სახელმწიფოებრივ პოზიციას გაატარებს , იქნება ჩვენი ქვეყნის და ხალხის სამსახურში , ჩვენ ამ ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ. ჩვენ მე ვგულისხმობ ჩვენ თავს ,არა ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ . კიდევ ვიმეორებ, რომ არ არის არც ერთი მოსამართლე „ქართული ოცნების“ კუთვნილება, არც ბიძინა ივანიშვილის. დამერწმუნეთ, რომ რეალურად დღეს მიმდინარე პროცესი არის გზა სასამართლოს საბოლოო დამოუკიდებლობამდე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics